ბოლო სანაკრებო პაუზისას სლოვენიამ პორტუგალიას უმასპინძლა და მეტოქესთან 0:2 დამარცხდა.
პორტუგალიელთა ეროვნული ნაკრები სასტუმრო "Grand Plaza Hotel"-ში ისვენებდა, სადაც, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუც იმყოფებოდა.
ზემოთხსენებული სასტუმროს დირექტორი კი ავრცელებს ინტერვიუს, სადაც ახსენებს, რომ ის საწოლი, სადაც კრიშტიანუ რონალდუ იწვა აუქციონზე იყიდება.
"უნიკალურ ღონისძიებას უნიკალური სიურპრიზი სჭირდება, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ ქომაგს შეეძლება. როდის გვექნება კვლავ შესაძლებლობა, რომ რონალდუს ვუმასპონძლოთ? ამიტომაც იმ საწოლს, რომელშიც მას ეძინა სპეციალურ აუქციონზე გავყიდით. წარმატებები ყველას", - განაცხადა სასტუმროს დირექტორმა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საწოლის საწყისი ფასი 5000 ევროა.