იტალიელი ექსპერტი: "ოსიმენის ათმაგი ხელფასი ნაპოლის ფეხბურთელებზე ცუდ გავლენას ახდენს" » სპორტის ხაზი

იტალიელი ექსპერტი: "ოსიმენის ათმაგი ხელფასი ნაპოლის ფეხბურთელებზე ცუდ გავლენას ახდენს"

იტალიელი ექსპერტი: "ოსიმენის ათმაგი ხელფასი ნაპოლის ფეხბურთელებზე ცუდ გავლენას ახდენს"
5-04-2024, 19:06
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა საფეხბურთო ანალიტიკოსმა, ენრიკო ფედელემ ნაპოლის, როგორც გუნდის და მისი ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეაფასა.

მას მიაჩნია, რომ ვიქტორ ოსიმენის 10-ჯერ გაზრდილი სახელფასო ანაზღაურება ნაპოლის დანარჩენ ფეხბურთელებზე უარყოფით გავლენას ახდენს. ცხადია, ფედელე ყველასთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიასაც გულისხმობს, რომლის კონტრაქტის გაუმჯობესებაზეც ჯერ კიდევ არაფერი ისმის.

ენრიკო ფედელე თვლის, რომ კვარაცხელიასა და მისი გარემოცვის უკმაყოფილება ლოგიკურია, ნაპოლი კი არასწორად, დაუბალანსებლად იქცევა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა და საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ ქართველმა ტალანტმა კვირას მონცასთან ითამაშოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი