იტალიელმა საფეხბურთო ანალიტიკოსმა, ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი სიტუაცია შეაფასა.
მისი აზრით, ქართველი მოთამაშის გაღიზიანების გამომწვევი მიზეზი მხოლოდ მინდვრიდან ნაადრევად გაყვანა არ ყოფილა:
"ერთია თამაშიდან ადრე მოხსნა, მეორე კი მისი კონტრაქტი. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ სეზონის ბოლოს ყველაფერი მშვიდად იქნება."
"დიდი იმედი მაქვს, რომ კვარა ნაპოლიში კიდევ ერთი წლით დარჩება, თუმცა ეს იოლი არ უნდა იყოს", - ამბობს ფედელე