ხვიჩამ გუნდთან ერთად ივარჯიშა - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია მონცასთან? » სპორტის ხაზი

ხვიჩამ გუნდთან ერთად ივარჯიშა - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია მონცასთან?

ხვიჩამ გუნდთან ერთად ივარჯიშა - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია მონცასთან?
5-04-2024, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა სრულფასოვნად მიიღო.

ცხადია, ეს არის ფაქტი, რაც ოფიციალურად გვიდასტურებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის გარემარბი მონცასთან გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას დანამდვილებით მიიღებს.

ფრანჩესკო კალცონას გუნდს სერია A-ს შეხვედრის ჩატარება კვირას, ჩვენი დროით 17:00 საათზე მოუწევს.

ნაპოლის ამ მომენტისთვის იტალიის ჩემპიონატში 45 ქულა აქვს და ქულთა ამ რაოდენობით ისინი მე-8 პოზიციას იკავებენ. გეტყვით იმასაც, რომ პარტენოპეი ჩემპიონთა ლიგის ზონას 12 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი