კვარაცხელიამ ვარჯიში გაანახლა » სპორტის ხაზი

კვარაცხელიამ ვარჯიში გაანახლა

კვარაცხელიამ ვარჯიში გაანახლა
4-04-2024, 16:51
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ოფიციალურმა ვებ გვერდმა დღეს ქომაგებს ამცნო, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს დაუბრუნდა.

ქართველმა გარემარბმა ვარჯიშის ნაწილი მარტომ, ხოლო მეორე ნახევარი გუნდათან ერთად ივარჯიშა.

როგორც მოგეხსენებათ, მან დაზიანება საქართველოში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო.

მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და არის იმის შანსიც, რომ "მონცას" წინააღმდეგ ნეაპოლელების დახმარება შეძლოს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "ნაპოლის" მაისურით 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სდაც 10-ჯერ აიღო მეტოქის კარი და ხუთჯერ მიითვალა საგოლე გადაცემა აქტივში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი