ბუდუს მეუღლე: "დიდი ყურადღება არ მომწონს, მაგრამ..." » სპორტის ხაზი

ბუდუს მეუღლე: "დიდი ყურადღება არ მომწონს, მაგრამ..."

ბუდუს მეუღლე: "დიდი ყურადღება არ მომწონს, მაგრამ..."
3-04-2024, 16:53
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძის მეუღლემ ნინი კვერნაძემ მედიასთან ინტერვიუში მისი გულის სწორზე ისაუბრა.

"მამის როლს ძალიან კარგად ირგებს და შვილის აღზრდაში დიდი წვლილი შეაქვს. 21 მარტის შემდეგ იმდენი მოლოცვები მივიღეთ, ძლივს მოვშორდით ტელეფონებს.

"არ მიყვარს ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა, ინტროვერტი უფრო გახლვართ, მაგრამ არ არის პრობლემა, გავუძლებ თუ ბუდუ ასეთი წარმატებული იქნება", - განაცხადა ნინიმ.

ცნობისთვის, ბუდუმ ლუქსემბურგის ნაკრებს დუბლი შეუსრულა და მისი გოლების წყალობით მოხვდა საქართველო საბერძნეთთან ფინალში, სადაც ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი