ოფიციალურად: როდის და სად შეძლებთ ნაკრების თამაშების ბილეთების ყიდვას » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: როდის და სად შეძლებთ ნაკრების თამაშების ბილეთების ყიდვას

ოფიციალურად:  როდის და სად შეძლებთ ნაკრების თამაშების ბილეთების ყიდვას
3-04-2024, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ბილეთების გაყიდვა ფეხბურთის ფედერაციამ ეუფას მიანდო, დღეს კი ცნობილი გახდა, თუ სად და როდის იქნება შესაძლებელი ბილეთების შეძენა.

როგორც უკვე ცნობილი გახდა, ბილეთები ეუფას ოფიციალურ საიტზე, 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00-დან გაიყიდება.

მინიმალური ღირებულება 30 ევროს, ხოლო მაქსიმალური კი 400 ევროს შეადგენს.

საქართველოს ნაკრები გერმანიაში მინიმუმ 3 შეხვედრას გამართავს, 18, 22 და 26 ივნისს, თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი