რა თანხას მიიღებენ ევრო 2024-ზე მოთამაშე ფეხბურთელების კლუბები » სპორტის ხაზი

რა თანხას მიიღებენ ევრო 2024-ზე მოთამაშე ფეხბურთელების კლუბები

რა თანხას მიიღებენ ევრო 2024-ზე მოთამაშე ფეხბურთელების კლუბები
3-04-2024, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ზე მოთამაშე ფეხბურთელების კლუბები უეფასგან კომპენსაციის სახით კონკრეტულ თანხას მიიღებენ.

უეფამ ამ კლუბებისთვის ჯამში 140 მლნ ევრო გამოყო. ეს თანხა 3 კატეგორიად დაიყოფა. პირველი კატეგორიის კლუბები თითოეულ მათ მოთამაშეზე, რომელიც ევრო 2024-ზე იასპარეზებს, დღეში 10 000 ევროს მიიღებს, მეორე კატეგორიის კლუბები 6670-ს, ხოლო მესამე - 3330-ს.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ "აპოელი", სადაც 2 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას სახით, რომლებიც, დიდი ალბათობით აუცილებლად იასპარეზებენ კონტინენტის პირველობაზე. მათთან ერთად სლოვენიელი მეკარე ვიდ ბელეციც იასპარეზებს საკუთარი ნაკრებისთვის, შესაბამისად, "აპოელს" ევროპაზე 3 წარმომადგენელი ეყოლება და თითოეულ მოთამაშეზე ჯამში 75 ათას ევროს მიიღებს.

თუ საქართველოს ან სლოვენიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპს გასცდება და ფლეი ოფში გავა, რა თქმა უნდა, ეს თანხაც გაიზრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი