უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება » სპორტის ხაზი

უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
2-04-2024, 19:38
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საჯარო განცხადებას ავრცელებს:

"უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!

როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის (დააწკაპეთ) საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში!", - წერს სფფ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი