"მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ" - გიორგი ცინცაძის მოულოდნელი აღიარება? » სპორტის ხაზი

"მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ" - გიორგი ცინცაძის მოულოდნელი აღიარება?

"მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ" - გიორგი ცინცაძის მოულოდნელი აღიარება?
1-04-2024, 19:36
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ცინცაძე სტუმრად "ნოესთან" იმყოფებოდა, სადაც მან კომენტარი რელიგიასთან დაკავშირებით გააკეთა.

აი, რას ამბობს ეროვნული გუნდის აწ უკვე ყოფილი წევრი:

"მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ… ადრე რელიგიური ვიყავი, მამაოსთანაც დავდიოდი. როგორც ვცხოვრობ, საკმაოდ ქრისტიანულად, მაგრამ…"

"ჩემი უფროსი შვილი არასტანდარტული განვითარებისაა, მანდ [ღმერთზე] გავბრაზდი. მანდ მოხდა გარდატეხა.
ჩემი აზრით. პირველ რიგში, ჩემი შვილი არ იმსახურებდა… არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია. ძალიან კარგად ვართ, ისიც ბედნიერია, მაგრამ გაბრაზებული ვარ."

"ასეთი ბავშვები ნამდვილად რჩეულები არიან და ჩემი დიდი სიყვარულია. 13 წლის ასაკში მართლა გენიოსია. ზე ნიჭიერია… იმაში, რაც უყვარს, მე და შენ ჯიბეში ჩაგვისვამს"
, - ამბობს გიორგი ცინცაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.