ბასილაშვილის საყვარელი მეტოქე | ქართველმა ჩოგბურთელმა დიდი ხნის შემდეგ პირველად მოიგო! » სპორტის ხაზი

ბასილაშვილის საყვარელი მეტოქე | ქართველმა ჩოგბურთელმა დიდი ხნის შემდეგ პირველად მოიგო!

ბასილაშვილის საყვარელი მეტოქე | ქართველმა ჩოგბურთელმა დიდი ხნის შემდეგ პირველად მოიგო!
31-10-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ქუენტინ ჰალისის დაპირისპირება, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ხანგრძლივი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მასტერსის პირველი ეტაპი გადალახა (6:3, 6:4).

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ნიკოლოზმა შეხვედრა ბელგიელ ზიზუ ბერგსთან მოიგო, თუმცა ეს იმიტომ, რომ ქართველის მეტოქემ მატჩისთვის თავის დანებება მიღებული ტრავმის გამო გადაწყვიტა. რაც შეეხება უკანასკნელ სრულყოფილ გამარჯვებას, ის ბასილაშვილმა სწორედ ქუენტინ ჰალისთან მოიპოვა.

რაც შეეხება ბასილაშვილის მომდევნო მეტოქეს, ის მარინ ჩილიჩისა და ლორენცო მუსეტის წყვილის გამარჯვებული იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი