საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ L'equipe-სთან ევრო 2024-ის შესახებ ისაუბრა.
როგორც სანიოლი ამბობს, საქართველოს დიდ ფორუმზე აუტსაიდერის სტატუსი ექნება, თუმცა ეროვნული გუნდი აუტსაიდერივით თამაშს არ აპირებს.
"მას შემდეგ, რაც საბერძნეთი დავამარცხეთ, ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ გერმანიაში დასასვენებლად და ტურისტად ჩასვლას არ აპირებენ. ეს მშვენიერი რამაა, რადგან მათ სურთ, რომ მსოფლიოს საკუთარი თავი წარუდგინონ."
"საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე აუტსაიდერათ მოიაზრებენ, მაგრამ ჩვენ ასე თამაშს არ ვაპირებთ. ჩვენ ამბიცია უნდა გვქონდეს, რათა ფინალურ ეტაპზე მოხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპებიდანაც შევძლოთ."
"ეროვნულ ნაკრებში არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია (გულისხმობს ხვიჩას, კიტეიშვილს, მამარდაშვილს, ქოჩორაშვილს და სხვებს), რომლებიც ძალიან მომწონს."
"ასეთ შედეგს არ ველოდით. თუ ემოციურად შედარებას მთხოვთ, ეს მოგება უფრო ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება", - თქვა სანიოლმა.