ფინანსური სარგებელი ყველაფერ სხვასთან ერთად - რა თანხას მიიღებს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე? » სპორტის ხაზი

ფინანსური სარგებელი ყველაფერ სხვასთან ერთად - რა თანხას მიიღებს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე?

ფინანსური სარგებელი ყველაფერ სხვასთან ერთად - რა თანხას მიიღებს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე?
28-03-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა, ვილი სანიოლის გუნდმა ქართული ფეხბურთის ისტორია ევრო 2024-ის პლეი ოფში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოგებით დაწერა და ევროზე გავიდა.

ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ .

ეროვნულმა გუნდმა ყველაფერ სასიხარულოსთან ერთად, დიდი ფინანსური სარგებელიც მიიღო - ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნებისმიერ ნაკრებს €9.25 მილიონი ერგება.

ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოგებისთვის გუნდი დამატებით მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფრისთვის 500 ათასს.

ჯგუფიდან პლეი ოფის პირველ ეტაპზე გასვლა დამატებით €1.5 მილიონია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი