გუშინ საქართველოში საოცარი დღე გვქონდა. ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი ერთა ლიგის ფინალში დაამარცხა და ისტორიაში პირველად დიდ სანაკრებო ფორუმზე გავიდა.
ჩვენი ნაკრების წარმატების შესახებ გერმანულმა BILD-მა დაწერა, გერმანულმა გამოცემამ, რომლის ქვეყანაც ევრო 2024-ს უმასპინძლებს.
"საქართველოში ნამდვილი სიგიჟე მოხდა! ისინი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის სათამაშოდ ჩამოვლენ! საქართველომ შეძლო და საბერძნეთი ფინალის გიჟურ ტრილერში დაამარცხა!"
"ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველომ საბერძნეთს, ევრო 2004-ის ტრიუმფატორს პენალტების სერიაში 4:2 აჯობა. მოგებიდან მალევე სტადიონი ათასობით ქართველი ქომაგით გაივსო, თავად დედაქალაქი კი დიდმა სიხარულმა და ზეიმმა მოიცვა."
"ახლა საქართველოში დიდი ბედნიერებაა, რადგან ეს ქვეყანა დიდ სანაკრებო ფორუმზე ისტორიაში პირველად გავიდა", - წერენ გერმანელები.