რამდენად მძიმეა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა და ხომ არ ემუქრება მას ევრო 2024-ის გამოტოვება? » სპორტის ხაზი

რამდენად მძიმეა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა და ხომ არ ემუქრება მას ევრო 2024-ის გამოტოვება?

რამდენად მძიმეა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა და ხომ არ ემუქრება მას ევრო 2024-ის გამოტოვება?
27-03-2024, 13:31
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოში საოცარი დღე გვქონდა. ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი ერთა ლიგის ფინალში დაამარცხა და ისტორიაში პირველად დიდ სანაკრებო ფორუმზე გავიდა.

ცხადია, ამ გზის, ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში უდიდესი წვლილი ჩვენი ნაკრების უპირობო ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც დამატებით დროში მიღებულ ტრავმაზე თავადვე ისაუბრა.

"უბრალოდ ფეხი დამეჭიმა, სერიოზული არაფერია. ზოგს ჩვენი არ სჯეროდა, მაგრამ ახლა დაიჯერებენ. უბედნიერესები ვართ. ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია"
, - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.

სხვათა შორის, კვარამ ისიც თქვა, რომ ბევრ სტადიონზე უნახავს საოცარი ქომაგობა, მაგრამ დინამოზე ნაჩვენები მხარდაჭერა ქართველი ფეხბურთელისთვის მაინც სამაგალითო და ყველასგან გამორჩეულია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.