რჩება თუ მიდის ვილი სანიოლი? - მთავარ კითხვას ფრანგი მწვრთნელი თავადვე პასუხობს » სპორტის ხაზი

რჩება თუ მიდის ვილი სანიოლი? - მთავარ კითხვას ფრანგი მწვრთნელი თავადვე პასუხობს

რჩება თუ მიდის ვილი სანიოლი? - მთავარ კითხვას ფრანგი მწვრთნელი თავადვე პასუხობს
27-03-2024, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

ვილი სანიოლმა შეძლო ის, რაც საქართველოს მწვრთნელის პოსტზე ჯერ არავის გამოსვლია. მან ეროვნული ნაკრები დიდ ფორუმზე გაიყვანა და მილიონობით ქართველს უდიდესი სიხარული მიანიჭა.

ცხადია, ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევის შემდეგ, ვილი სანიოლს საკუთარი მომავლის შესახებ ჰკითხეს. აი, როგორ უპასუხა ჟურნალისტებს ფრანგმა სპეციალისტმა:

"ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია."

"რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან – არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო."

:მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი – გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს."

"პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა"
, - თქვა ვილი სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.