"გიჟდებიან იტალიაში კვარაცხელიაზე, მართლაც საოცარი რაღაცაა" - ბიძინა ბარათაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"გიჟდებიან იტალიაში კვარაცხელიაზე, მართლაც საოცარი რაღაცაა" - ბიძინა ბარათაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს

"გიჟდებიან იტალიაში კვარაცხელიაზე, მართლაც საოცარი რაღაცაა" - ბიძინა ბარათაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს
31-10-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

სპორტულმა ჟურნალისტმა, ბიძინა ბარათაშვილმა გადაცემაში "ბურთი და მოედანი", იტალიის დედაქალაქში მომხდარი ამბავი გაიხსენა.

"გიჟდებიან იტალიაში კვარაცხელიაზე, მართლაც საოცარი რაღაცაა. რომში ტაქსიში ჩავჯექი, გავიცანით ერთმანეთი, მან თავისი წარმომავლობა მომიყვა და მე ჩემი ვუთხარი. თავად რომას ფანი იყო, როდესაც გაიგო, რომ ქართველი ვარ, მითხრა, ხო იცი "ნაპოლიში" ქართველი, რომ თამაშობს, დღეს სერია A-ში საუკეთესოაო.

თუ სადმე გაიგონებენ, რომ ქართველი ხარ, თუ ზოგადად წარმოდგენა აქვთ ფეხბურთზე, უკვე ყველამ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ.

როდესაც უკან მოვფრინავდით, მიუნხენში შეგვხვდა დათო გომართელი, რომელიც ასევე ნეაპოლში იმყოფებოდა და მან მითხრა, ყველა გაკვირვებული და გაოცებულიაო, ეს საერთოდ ვინ არისო, ტატუც კი არ ააქვსო და ეკლესიაში დადისო. - თქვა ბიძინა ბარათაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი