კახა კალაძე: "ამ სულისკვეთებით დავდებთ იმ შედეგს, რასაც ამდენი ხანია ველით" » სპორტის ხაზი

კახა კალაძე: "ამ სულისკვეთებით დავდებთ იმ შედეგს, რასაც ამდენი ხანია ველით"

კახა კალაძე: "ამ სულისკვეთებით დავდებთ იმ შედეგს, რასაც ამდენი ხანია ველით"
26-03-2024, 16:08
Aa Aa
გაზიარება:

დღევანდელი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გაამხნევა:

"დღეს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით, ჩვენს ბიჭებს, მინდა, წარმატებები, გამარჯვებები ვუსურვო."

"ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რა მნიშვნელობის თამაშია, რამხელა პასუხისმგებლობაა, როგორ ელოდება სრულიად საქართველო და მე, ჩემი მხრიდან, როგორც ყოფილი სპორტსმენი, ყოფილი ფეხბურთელი და დღეს დედაქალაქის მერი, ბიჭებო, გამარჯვებას გისურვებთ, წარმატებები, წინსვლა."

"არცერთი მონაკვეთი მინდორზე არ უნდა დარჩეს ბრძოლის მოგების გარეშე. ყველა სანტიმეტრი, ყველა მეტრი, ყველა მილიმეტრი უნდა იყოს მოგებული და დარწმუნებული ვარ, ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია ელოდება"
, - ამბობს კახა კალაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.