"მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა" - კაკაბაძის მატჩისწინა პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა" - კაკაბაძის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა" - კაკაბაძის მატჩისწინა პრესკონფერენცია
25-03-2024, 23:40
Aa Aa
გაზიარება:

26 მარტს, საქართველო პლეი-ოფის ფინალში დინამო არენაზე საბერძნეთს დაუხვდება, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა:

"ვამაყობ, რომ ამ ნაკრების წევრი ვარ. 4 წლის წინ მიზანი ვერ ავისრულეთ, ახლა კი ამისთვის ყველანი მზად ვართ და შესაბამისი მენტალიტეტი გვაქვს... მახარებს ის განწყობა, რაც გულშემატკივრებში სუფევს. ასეთი განცდა მაქვს, მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, მაინც ყველა გაიყიდებოდა.

მთავარია, ძალების აღდგენა მოვასწროთ და მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვქონდეს. დიდი ხანია, რაც ნაკრებში ვარ და დღევანდელი შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესოა, ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის!"
- აღნიშნა ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მოთამაშემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.