"კვარაცხელიას და მარადონას შედარება დროის ფუჭად ხარჯვაა" - რუსი კომენტატორი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას და მარადონას შედარება დროის ფუჭად ხარჯვაა" - რუსი კომენტატორი

"კვარაცხელიას და მარადონას შედარება დროის ფუჭად ხარჯვაა" - რუსი კომენტატორი
25-02-2023, 19:04
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, ვასილი უტკინმა ხვიჩა კვარაცხელიასა და დიეგო მარადონას შედარებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა:

"ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ყველანაირ აღფრთოვანებას იმსახურებს, თუმცა მისი გოლისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკის დიეგო მარადონას ნეაპოლური კარიერის პირველ სეზონთან შედარება დროის ფუჭად ხარჯვაა, რადგან, როდესაც დიეგო ნაპოლიში გადაბარგდა, სერიოზული ხმები დაირხა, რომ ფეხბურთს უგოლო სიკვდილი ემუქრებოდა."

"უკნიდან ფეხებში უხეშად ჩარტყმისთვისა და ბოლო იმედის ჯარიმის აღებისთვის წითელი ბარათი ჯერ კიდევ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შემოიღეს, მანამდე კი, ასე უმოწყალოდ და დაუნდობლად ეთამაშებოდნენ მარადონას. ახლა ნაპოლის 30 გოლი აქვს გატანილი, 1985 წლის გაზაფხულზე კი მათ ტურნირი 34 გოლით დაასრულეს. რა თქმა უნდა, მაშინ 16 გუნდი იყო, თუმცა ჩატარებელი მატჩები აუცილებლად გასათვალისწინებელია."

"ასე რომ, ეს შედარება უაზრობაა, რადგან ციფრები ყველაფერზე არ მეტყველებენ." - ვასილი უტკინი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი