ურთიერთშეხვედრათა საშინელი სტატისტიკა საბერძნეთის ნაკრებთან » სპორტის ხაზი

ურთიერთშეხვედრათა საშინელი სტატისტიკა საბერძნეთის ნაკრებთან

ურთიერთშეხვედრათა საშინელი სტატისტიკა საბერძნეთის ნაკრებთან
23-03-2024, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

26 მარტს დინამო არენაზე ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუხვდება და შეეცდება, რომ მეტოქის დამარცხებით ევრო 2024-ის საგზური მოიპოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა გუნდმა ლუქსემბურგი დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალსაც კარგი განწყობით ხვდება, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს საბერძნეთთან ურთიერთშეხვედრებში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს.

ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიის განმავლობაში საბერძნეთის წინააღმდეგ სულ 9-ჯერ ითამაშა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, საქართველოს არც არასდროს მოუგია.

ჩატარებული ცხრა თამაშიდან მეტოქემ გამარჯვების მოპოვება 7-ჯერ მოახერხა, 2-ჯერ კი გუნდებმა ფრე ითამაშეს.

იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველო საბერძნეთის წინააღმდეგ პირველ და ისტორიულ გამარჯვებას სწორედ 26 მარტს მოიპოვებს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი