რამდენიმე საათის წინ დასრულდა უგოლო შეხვედრა ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზესა" და "უდინეზეს" შორის. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა მატჩი კვლავ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორი 85-ე წუთისთვის მცირედი დაზიანების გამო დატოვა.
აი, როგორ ეხმაურება უცხოური მედია ლუკა ლოჩოშვილის დღევანდელ თამაშს: "ლოჩოშვილი დაცვით ფაზაში დამაჯერებელია და მეტოქის ნახევარზეც რამდენჯერმე გაამწვავა თამაში" | "ლოჩოშვილს ამ მომენტისთვის იდეალური ფიზიკური მზადყოფნა არ აქვს, თუმცა მაინც დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ლუკამ თავი შეტევაშიც კარგად წარმოაჩინა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში" | ლოჩოშვილმა დიდებულად ითამაშა, უხეშადაც, როდესაც ამის საჭიროება არსებობდა. მატჩის ბოლოსკენ, როდესაც კონტრშეტევები მომრავლდა, ლოჩოშვილი ყოველთვის საჭირო ადგიალს იყო."
Sofascore-მ ქართველი ფეხბურთელის თამაში 7.3 სარეიტინგო ქულით შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველის გუნდი იტალიის ჩემპიონატის ბოლო ადგილს 5 ქულით იკავებს.