ბასილაშვილი გამოცოცხლდა | ნიკოლოზი ჩელენჯერის მოგებისკენ მიიწევს » სპორტის ხაზი

ბასილაშვილი გამოცოცხლდა | ნიკოლოზი ჩელენჯერის მოგებისკენ მიიწევს

ბასილაშვილი გამოცოცხლდა | ნიკოლოზი ჩელენჯერის მოგებისკენ მიიწევს
23-03-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

გახმაურებული სასამართლო პროცესების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის თავს არ ჰგავდა და სარეიტინგო მაჩვენებელს უფრო და უფრო სწრაფად კარგავდა.

ნიკოლოზისთვის რთულ პერიოდში ქართველმა ჩოგბურთელმა დიდი რეგრესი განიცადა და არაერთი შეხვედრა დათმო.

მიუხედავად ამისა, მურსიის მიმდინარე ჩელენჯერზე ბასილაშვილი მშვენივრად გამოიყურება და ამავე ტურნირის მოგებისკენ მიიწევს.

ნიკოლოზმა ჩელენჯერის 1/4-ფინალში არგენტინელი მარკო ტრუნხელიტი 2:1 დაამარცხა, ნახევარფინალს კი ქართველი სპორტსმენი დღეს, ჩვენი დროით 15:30-ზე ალბერტ რამოსის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი