ქართველმა UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო. მერაბმა მისი ემოციები სოციალურ ქსლში გაგვიზიარა:
"22 მარტის მდგომარეობით, მე ვარ აშშ-ს მოქალაქე. ჩემი გული მუდამ ჩემს სამშობლოსთან, საქართველოსთან იქნება... მაგრამ მე ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ მქონდა ის შესაძლებლობები, რაც მომცა ამერიკამ. მე გავაგრძელებ შრომას, რათა ჩემით ორივე ქვეყანამ იამაყოს!"
"თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომით, მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის."