საქართველომ ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ფინალში კვალიფიცირდა, რომელიც 26 მარტს ან საბერძნეთის, ან ყაზახეთის წინააღმდეგ შედგება.
იქამდე კი გთავაზობთ განრისხებული ლუქსემბურგელი ფანების კომენტარებს, რომლებიც ყველაფერს მსაჯს და მის წითელ ბარათს აბრალებენ.
"თამაში შემოვატრიალეთ და მსაჯმა თავისი არასწორი გადაწყვეტილებით თამაში წაგვაგებინა."
"რომ არა მსაჯის შეცდომა, საქართველო ვერ მოგვიგებდა."
"სიგიჟეა. გავათანაბრეთ და გოლი წაგვართვეს. არც კი ვიცი რა ვთქვა."
"ეს მსაჯი მოსყიდული იყო? ყველგან ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებდა."
"თამაში არც თუ კარგი გვქონდა, მაგრამ მსაჯმა საშინლად იმუშავა."
"ხოსე სანჩესს აშკარად დაეტყო პუბლიკის ზეწოლა."
"ჯარიმა საერთოდ არ იყო, მან კი წითელი ბარათიც გამოიყენა.."
"გილოცავთ გასვლას, მაგრამ დამსახურებული უნდა იყოს და არა ისეთი, როგორც მოგვიგეთ."
"წითელი ბარათი? ყვითელიც კი არ იყო, ეს რა მოხდა?"
"იმედი მაქვს, რომ ფედერაცია ბარათს გააპროტესტებს", - წერენ ლუქსემბურგელი ფანები