დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება.
ვილი სანიოლმა დღევანდელი მატჩისთვის სრული განაცხადი დაასახელა, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
საუბარი საბა საზონოვსა და ანზორ მექვაბიშვილს ეხებათ. ისინი დღეს დაისვენებენ და არის შანსი, რომ ფინალში გასვლის შემთხვევაში ნაკრებს იქ დაეხმარონ.