საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ვილი სანიოლის ფორმაციის გუნდზე ისაუბრა.
"ზუსტად არ ვიცი და ვერ ვხვდები თუ რამდენადაა მზად საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ. მიუხედავად ამისა, გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დიდ ფორუმზე მოსახვედრად."
"ამაზე უკეთესი შანსი არ მოგვეცემა. მეტოქეს შემადგენლობით აშკარად ვჯობნით და მოცემული კარგი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ", - თქვა ზაზა ჯანაშიამ
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნახევარფინალური თამაში 21:00 საათზე დაიწყება.