ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ვილიარეალმა ვალენსიას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მიუხედავად წაგებისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელსაც პენალტის მოგერიებასთან ერთად სხვა არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა.
აი, რას წერს მამარდას შესახებ ესპანური MARCA:
"ვალენსიამ წააგო, მაგრამ MVP მაინც ქართველი მეკარე გახდა. სასტვენის შემდეგ ყველა მას უყურებდა. წაგებულ თამაშში საუკეთესოდ დასახელება ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშე ხარ. თამაშის დასრულებისას კამერამ ობიექტივი გიორგის სახეზე მოაქცია, რომელსაც უკმაყოფილება და წუხილი ეტყობოდა. მართლაც როგორი რთულია, რომ გახდე საუკეთესო, მაგრამ მინდორი წაგებულმა დატოვო..", - წერს MARCA