გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა უოტფორდის მაისურით მორიგი შეხვედრა გამართა.
ჩაკვეს გუნდი ამჯერად ბირმინგემს დაუპირისპირდა. ეს მატჩი საბოლოოდ 0-1 დასრულდა, გიორგიმ კი მინდორზე 79 წუთი გაატარა.
Sofascore-მ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის თამაში 6.6 სარეიტინგო ქულით შეაფასა.