"ლოგიკურია, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ..." - სტივ კინი არაბიძეზე » სპორტის ხაზი

"ლოგიკურია, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ..." - სტივ კინი არაბიძეზე

"ლოგიკურია, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ..." - სტივ კინი არაბიძეზე
16-03-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ქუთაისის ტორპედო გორის დილას უმასპინძლებს. იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან თავისი აზრი გიორგი არაბიძესა და მის ეროვნულ ნაკრებში მიწვევაზე დააფიქსირა:

"გიორგი არაბიძე პროფესიონალი და პატრიოტია. ლოგიკურია, რომ ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო ის გულდაწყვეტილია, მაგრამ ვისაც მასთან კლუბში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვიცით მისი ხასიათი, გვესმის, რომ ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა და მოედანზე იმაზე ბევრად ძლიერი გამოვა, ვიდრე მანამდე" - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი