სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა "მესტალიაზე" გამართული შეხვედრა, სადაც ადგილობრივი "ვალენსია" კატალონიის "ბარსელონას" დაუხვდა და დრამატულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ 93-ე წუთზე გაუტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა (იხილეთ ვიდეო).
ამ მოგებით, ჩავის გუნდი პირველ ადგილზე დროებით, 31 ქულით გადავიდა.