რუსეთის ლიგაში მოთამაშე გიორგი შელიამ ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელია და ალექსეი მირანჩუკი შეადარა.
როგორც ის ამბობს, მირანჩუკს ხვიჩასთან შედარებით არანაკლები ნიჭი აქვს და ისიც ისეთივე ძლიერი ფეხბურთელია, როგორც ქართველი ვინგერი.
გიორგი შელიას აზრით, მირანჩუკსა და გოლოვინს კვარას დონის ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, უბრალოდ ისინი განსხვავებულ პოზიციებზე თამაშობენ და ხშირად გამოკვეთილად არ ჩანან.
ცნობისთვის, გიორგი შელიას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული და ახმატ გროზნოში თამაშობს.