გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე ფიურტს უმასპინძლებს და მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრისთვის ქართველი ფორვარდი სკამზე იქნება.
სამწუხაროდ, კრისტიან აიხნერმა (კარლსრუეს მწვრთნელი) ტაქტიკა შეცვალა და ახლა მისი გუნდი არა 2, არამედ 1 თავდამსხმელით თამაშობს, რის გამოც ბუდუს სკამზე გადაჯდომას ვარაუდობენ.
აღნიშნულის შესახებ Kicker-მა დაწერა, რომელიც ამბობს, რომ აიხნერის ცვლილებები ყველაზე უარყოფითად ქართველზე იმოქმედებს, რომელსაც სათამაშო დროის შემცირება მოუწევს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კრისტიან აიხნერმა არ გამორიცხა, რომ ფიურტთან ორმაგი თავდამსხმელით ითამაშოს.
ცნობისთვის, ზივზივაძეს მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგა 2-ში 22 თამაში აქვს გამართული, რა დროშიც მან 8 გოლის გატანა მოახერხა.
ავტორი: Davit Shakirovi