"სირცხვილი! ეს არის ჩვენი ნაკრები?!" - გაბრაზებული ქართველი ქომაგები დანიასთან წაგებას აფასებენ » სპორტის ხაზი

"სირცხვილი! ეს არის ჩვენი ნაკრები?!" - გაბრაზებული ქართველი ქომაგები დანიასთან წაგებას აფასებენ

"სირცხვილი! ეს არის ჩვენი ნაკრები?!" - გაბრაზებული ქართველი ქომაგები დანიასთან წაგებას აფასებენ
25-02-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველომ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი კონკურენტ დანიასთან მარცხით დაიწყო.

აი, როგორ ფასდება სერბი სპეციალისტის ფორმაციის გუნდი ქართველი გულშემატკივრების მხრიდან:

"სირცხვილი! ეს არის ჩვენი ნაკრები!? როგორ შეიძლებოდა ამდენი სისულელეების კეთება გუნდთან, რომელიც კალათბურთის თამაშს ახლა "სწავლობს"!
ზუროსი ამ თამაშს ნამდვილად არ წააგებდა!"

"სად იპოვეს ან ეს გაბერილი, უემოციო მწვრთნელი, ან ეს ნატურალიზებული ყურებიანი ბაიყუში."

"კათარზისია თუ ეს ვინ მოიყვანეს. სროლა ამას არ აქვს და არაფერი."

"ქართველი კალათბურთელების ახალი თავკაცი ალექსანდრე ჯიკიჩი, რომელიც თამაშისას ბევრს ეცადა, თუმცა, სასურველ ხუთეულს ვერაფრით მიაგნო, რადგან ასეთი უბრალოდ არ არსებობდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპულ დონეზე არაფრით გამორჩეულ გუნდთან ბურთი 21-ჯერ დაკარგა და მეტოქეს შეტევაში მოხსნებში 3:15 ჩამორჩა."

"მთავარი მიზეზი საქართველოს ჩემპიონატის ძალიან დაბალი დონეა."

"ჩვენების კალათბურთი გავარდნაზეა, დანიასთან აგებენ, მერე შეიძლება სერბეთს მოუგონ, რა აზრი აქვს ასე."

"წაგებას მხოლოდ სულელები მოახერხებდნენ."

"სირცხვილია მეტი არაფერი."

"საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების კალათბურთელები რომ შეაერთო, ერთ საშუალო დონის მოთამაშეს ვერ გამოძერწავ."

"კალათბურთში ნამეტანი უკუსვლა გვაქვს. NBA-ს კალათბურთელები თუ ვერ გამოვიყენეთ ფინალურ ეტაპზე ვერ გავალთ"
, - წერენ ქართველი ქომაგები



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი