საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრაში მიქაუტაძის "მეცმა" შინ "ლიონი" მიიღო და 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა შეაგდო, მაგრამ გუნდმა 45-ე და მე-60 წუთებზე ორი გოლი გაუშვა და შეხვედრა მაინც მარცხით დაასრულა.
საფეხბურთო სტატისტიკების ვებსაიტმა Sofascore მიქაუტაძის ასპარეზობა 10 ქულიდან 7.5-ით შეაფასა.