"ამიტომ გავიყვანე კვარაცხელია თამაშიდან ნაადრევად" - ნაპოლის მწვრთნელი მიზეზებს ასახელებს » სპორტის ხაზი

"ამიტომ გავიყვანე კვარაცხელია თამაშიდან ნაადრევად" - ნაპოლის მწვრთნელი მიზეზებს ასახელებს

"ამიტომ გავიყვანე კვარაცხელია თამაშიდან ნაადრევად" - ნაპოლის მწვრთნელი მიზეზებს ასახელებს
22-02-2024, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ფრანჩესკო კალცონამ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.

ცხადია, ნაპოლის დამრიგებელმა კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ნაადრევად მოხსნასთან დაკავშირებითაც მიიღო, რაზეც მან შემდეგი რამ თქვა:

"ის მაღალი დონის მოთამაშეა, თუმცა მე სხვანაირად ვმოქმედებ. ყოველთვის ვამჯობინებ, რომ მოედანზე ის ფეხბურთელები დავტოვო, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ."

"ასეთ მომენტებში გადაწყვეტილებას ფეხბურთელების მხრიდან ნაჩვენები თამაშით ვიღებ და არა მათი სახელებიდან გამომდინარე"
, - ამბობს კალცონა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.