"სწორედ ასეთი სულისკვეთების ხილვა მსურს" - ანტმანის კომენტარი მოახლოებულ მატჩებზე » სპორტის ხაზი

"სწორედ ასეთი სულისკვეთების ხილვა მსურს" - ანტმანის კომენტარი მოახლოებულ მატჩებზე

"სწორედ ასეთი სულისკვეთების ხილვა მსურს" - ანტმანის კომენტარი მოახლოებულ მატჩებზე
20-02-2024, 23:46
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა:

"სეზონი ჯერ არ განახლებულა, შესაბამისად, გოგონები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან. თუმცა, ინდივიდუალურად და კლუბებთან ერთად ემზადებოდნენ, რაც კარგია ჩვენთვის.

ჩემთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია გამოცდილების მისაღებად. არ მაქვს მოლოდინი, რომ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა გააგრძელონ ის, რაც დავიწყეთ და გაუმჯობესდნენ თამაშიდან თამაშამდე.

დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, სავსე არიან ენერგიით. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა შესანიშნავი გარემო და მოტივაცია გვქონდა. სწორედ ასეთი სულისკვეთების ხილვა მსურს მოედნაზე, რაც ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს გადაფარავს".
- თქვა 48 წლის სპეციალისტმა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორ ამხანაგურ მატჩს ირის ანტმანის გუნდი 25 და 28 თებერვალს გამართავს. მატჩები მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება. ორივე შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი