კვარას თავის გამოცდილებას გაუზიარებს - ჰამშიკი ნაპოლის სამწვრთნელო შტაბში ინიშნება? » სპორტის ხაზი

კვარას თავის გამოცდილებას გაუზიარებს - ჰამშიკი ნაპოლის სამწვრთნელო შტაბში ინიშნება?

კვარას თავის გამოცდილებას გაუზიარებს - ჰამშიკი ნაპოლის სამწვრთნელო შტაბში ინიშნება?
19-02-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, არის შანსი, რომ ნაპოლის სამწვრთნელო შტაბმა ამავე კლუბის ყოფილი ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი დაიმატოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰამშიკი ამ ყველაფერში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს თუ ნაპოლის მწვრთნელი სლოვაკი ფრანჩესკო კალცონა გახდება, რაზეც საუბარი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ დე ლაურენტისი მაცარის გაგდებას ბარსელონამდე გეგმავს, მისი ჩანაცვლება კი სწორედ კალცონათი იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ თავად კალცონას სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაპოლისა და ნაკრებში ერთბაშად მუშაობის უფლება ოფიციალურად დართო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი