მაცარის ბარსელონამდე გააგდებენ? - ნაპოლის პრეზიდენტი ტელეფონს ხელიდან არ უშვებს » სპორტის ხაზი

მაცარის ბარსელონამდე გააგდებენ? - ნაპოლის პრეზიდენტი ტელეფონს ხელიდან არ უშვებს

მაცარის ბარსელონამდე გააგდებენ? - ნაპოლის პრეზიდენტი ტელეფონს ხელიდან არ უშვებს
19-02-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიური მედია წერს, ნაპოლიში დიდი ქაოსი და გაუგებრობაა, რის გამოც ვალტერ მაცარის დღეები დათვლილია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს რეალური შანსი, რომ მაცარიმ ნაპოლი ბარსელონასთან შეხვედრამდე დატოვოს.

იტალიაში წერენ, რომ აურელიო დე ლაურენტისი მუდმივად ტელეფონზეა და სამ მწვრთნელს უკვე დაუკავშირდა კიდეც, ესენია: ფრანჩესკო კალცონა, მარკო ჯამპაოლო და ფაბიო კანავარო.

პირველი მათგანი ახლა სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს წვრთნის და წლების წინ ნაპოლიში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. რაც შეეხება მარკო ჯამპაოლოსა და ფაბიო კანავაროს, ისინი უმუშევრები არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი