ბარსელონას ხვიჩას ყიდვა ზაფხულშიც სურდა - რა ხდება კვარას თავს? » სპორტის ხაზი

ბარსელონას ხვიჩას ყიდვა ზაფხულშიც სურდა - რა ხდება კვარას თავს?

ბარსელონას ხვიჩას ყიდვა ზაფხულშიც სურდა - რა ხდება კვარას თავს?
17-02-2024, 15:14
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Mundo Deportivo წერს, ბარსელონა მარცხენა ვინგერის პოზიციაზე სამ კანდიდატს განიხილავს, ესენია: კაორუ მიტომა, გაბრიელ მარტინელი და ხვიჩა კვარაცხელია.

გარდა ესპანური გამოცემისა, კვარასა და ბარსელონას პოტენციურ ტრანსფერზე იტალიური Il Mattino-ც წერს, რომელიც ყურადღებას ქართველის სახელფასო დავაზე ამახვილებს. მათი აზრით, ფაქტი, რომ კვარა ამდენი ხანია შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს, ნაპოლისთვის კვარაცხელიას დაკარგვას გამოიწვევს.

სხვათა შორის, იწერება ისიც, რომ ბარსელონა ხვიჩას უკვე დიდი ხანია აკვირდება და მათ ქართველის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდათ, თუმცა ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია (დიდი ალბათობით, მიზეზი ბარსას ფინანსური კრიზისია).

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.