FIFA-მ შესაძლოა ტუნისი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნას | შანსი სხვა ნაკრებებს? » სპორტის ხაზი

FIFA-მ შესაძლოა ტუნისი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნას | შანსი სხვა ნაკრებებს?

FIFA-მ შესაძლოა ტუნისი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნას | შანსი სხვა ნაკრებებს?
28-10-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

ტუნისის ნაკრები, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 27-ე ადგილს იკავებს, მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში დანიის, ავსტრალიისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. მიუხედავად ამისა, FIFA ტუნისის მთავრობას აფრთხილებს, რომ თუ ის საფეხბურთო საქმეებში ჩაერევა, მაშინ მათი ქვეყანა ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

FIFA-ს გამაფრთხილებელი ქმედება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ტუნისის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა კამელ დეგუიჩემ არაერთხელ ისაუბრა "ფედერალური ბიუროების" დაშლის შესახებ, რაც FIFA-მ ჩათვალა, როგორც ტუნისის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. FIFA-მ სთხოვა FTF-ს განმარტების გაკეთება მის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობის შესახებ და შეახსენა მმართველ ორგანოს, რომ მისი წევრი ასოციაციები ლეგალურად ვალდებულნი არიან, რომ თავიანთი საქმეები დამოუკიდებლად, მესამე მხარის ზედმეტი გავლენის გარეშე განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ ტუნისის ფეხბურთის ფედერაციას პასუხის გასაცემად დრო პარასკევის ჩათვლით ეძლევა და თუ ისინი განმარტებას არ გააკეთებენ, მაშინ FIFA მათ წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატიდან გარიცხვის უფლებას გამოიყენებს.

როგორც იცით, ტუნისის ნაკრები ერთადერთი არაა, რომელსაც დიდ ფორუმზე აკრძალვა პოტენციურად ან რეალურად შეეხო, რადგან ზიმბაბვე და კენია სწორედ მესამე პირთა ჩარევის გამო ვერ მონაწილეობენ საკვალიფიკაციო ეტაპებზე. გარდა ამისა, იგივე პრობლემა ინდოეთსაც ჰქონდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათ აღნიშნული აკრძალვა მოეხსნათ.

ტუნისი არ არის ერთადერთი ნაკრები, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატიდან გარიცხვა ემუქრება, რადგან ანალოგიური საფრთხის ქვეშ დგას ირანიც, თუმცა მიზეზი სხვაა: ირანში ადამიანის უფლებები კატასტროფულად ირღვევა და ასევე, უფლებადამცველთა ჯგუფმა Open Stadiums-მა მოითხოვა მათი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთა, რადგან ირანი რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ფარტომასშტაბიანი ომის დაწყებას უჭერს მხარს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი