ქართული რაგბის ვარსკვლავი - ნინიაშვილის ლელო სარანსესთან საუკეთესოდ დაასახელეს! » სპორტის ხაზი

ქართული რაგბის ვარსკვლავი - ნინიაშვილის ლელო სარანსესთან საუკეთესოდ დაასახელეს!

ქართული რაგბის ვარსკვლავი - ნინიაშვილის ლელო სარანსესთან საუკეთესოდ დაასახელეს!
13-02-2024, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული ლიონის გულშემატკივრებმა მათი საყვარელი კლუბის მიერ იანვრის თვეში დადებული საუკეთესო ლელო დაასახელეს, რომლის ავტორიც ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი გახდა.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა აღნიშნული ლელო ინგლისურ სარანსესთან დადო, რამაც ლიონის ქომაგებისგან ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო!

ცნობისთვის, ლიონმა მატჩი ინგლისელებთან 21 იანვარს სტუმრად ჩემპიონთა თასზე გამართა და 15 ქულის სხვაობით, 24:39 წააგო, დავით ნინიაშვილმა კი ლელო მე-15 წუთზე დადო, რისთვისაც მას მთელი მოედნის დაფარვა მოუხდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლიონმა ჩემპიონთა თასის A ჯგუფში მე-3 ადგილი 12 ქულით დაიკავა. ისინი 1/8-ფინალში არიან კვალიფიცირებულნი და აღნიშნულ შეხვედრას სამხრეთაფრიკულ ბულსსთან 6 აპრილს ჩაატარებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.