საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ გრენობლს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი ლეგიონერი მატჩის მე-60 წუთზე ჩაერთო და შეხვედრის ბოლოსკენ პენალტის მოპოვებაც შეძლო, თუმცა ზურიკო ბურთთან არ მიუშვეს, პენალტი კი მისმა თანაგუნდელმა გააფუჭა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის 30-წუთიანი პერფორმანსი უცხოურმა Sofascore-მ 6.9 სარეიტინგო ქულით შეაფასა.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის ამ სეზონში ბორდოს მაისურით 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.