კვიპროსის ნაკრების ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა:
"ცხადია, თუ ამ გუნდებს წინა მეტოქეებს შევადარებთ, ისინი ერთი და იგივე დონის არ არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს მარტივი გასეირნება ექნება."
"კოსოვოს და რუმინეთიც საკმაოდ კარგი მეტოქეები არიან. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ლიეტუვა გიბრალტარს დაამარცხებს და მეოთხე გუნდი სწორედ ლიეტუვა იქნება."
"ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჯგუფის მოსაგებად ვიბრძოლოთ", - ამბობს ეროვნული გუნდის ყოფილი მენეჯერი