"მითხრა მუხლზე გადაგიმტვრევო" - ლაშა ტალახაძის უცნობი ისტორია » სპორტის ხაზი

"მითხრა მუხლზე გადაგიმტვრევო" - ლაშა ტალახაძის უცნობი ისტორია

"მითხრა მუხლზე გადაგიმტვრევო" - ლაშა ტალახაძის უცნობი ისტორია
28-10-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ძალოსანი, ლაშა აქამდე უცნობ და ამავდროულად, სახალისო ამბავს იხსენებს:

"კონფლიქტს მეც ვერიდები, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე. სანამ გნახავენ, ვინ ხარ, მანამდე ყველა დიდ გულზეა. მერე კი, ამბობენ, არა, ძმაოო (იცინის). ნასვამზე იციან ხოლმე თქმა, ნეტავ, შენთან მაჭიდავაო. ძმაკაცი მყავს, 45 კილოგრამი, სახალხოდ დამემუქრა: მუხლზე გადაგიმტვრევო. ახლა თვითონაც ნანობს, მაგრამ (იცინის).. ძლიერ ადამიანებს ბევრის მოთმენა შეუძლიაო, ამბობენ. თუმცა, თუ საჭირო გახდა, არაა პრობლემა. მაგრამ, ვცდილობ, ყველაფერი წყნარად და მშვიდად მოვაგვარო."

შეგახსენებთ, რომ ლაშა არის ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი