ქართველი ბლოგერი, გურამ შეროზია მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მარსელოს გადაეყარა, რის შესახებაც შეროზია თავად წერს:
"გადმოვედით ტაქსიდან, შუაგულ რიოში და ხალხი გარბის და წივის მარსელოოო."
"სანამ ჩამოვედით, ჩაიარეს, სამნი მიდიან, რა ხდება არ ვიცი… მარსელოო - დავიღრიალე ცხოველურად, რომელიც გამოიხედავს ფოტო რომ გადავიღო. სამივემ გამომხედა - ვერ ვხდები ვის ვეცე და გადავიღო ფოტო."
"ბოლოს ყველაზე გაპრანჭულს და თავდაჯერებულს მივადექი და აჰა ფოტოც. და მაინც ვინ არის ეს მარსელო ვერ გავიგე, ესეც არ მყავდეს გურამ შეროზია!" - წერს ბლოგერი