ნაპოლის პრეზიდენტი მოტივირებულია, რომ კვარას კონტრაქტი ახლავე გაუხანგრძლივოს » სპორტის ხაზი

ნაპოლის პრეზიდენტი მოტივირებულია, რომ კვარას კონტრაქტი ახლავე გაუხანგრძლივოს

ნაპოლის პრეზიდენტი მოტივირებულია, რომ კვარას კონტრაქტი ახლავე გაუხანგრძლივოს
10-02-2024, 19:05
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ დე ლაურენტისმა თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასთან კონტრაქტის განახლების საკითხზე სეზონის ბოლოს დაილაპარაკებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ნაპოლის მფლობელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

იტალიური Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი მოტივირებულია, რომ კვარას ხელშეკრულება მალევე, გაზაფხულის თვეებში განუახლოს, რათა ფეხბურთელმა დამაკმაყოფილებელი ხელფასი მიიღოს და კლუბიდან წასვლაზე არც კი იფიქროს.

საქმე ისაა, რომ ვიქტორ ოსიმენის სეზონის ბოლოს წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, დე ლაურენტისს კი არ სურს, რომ გუნდის ორივე ლიდერი ერთბაშად დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი