"სრული განადგურება" - ალ-ნასრიმ ინტერ მაიამი დიდი ანგარიშით დაამარცხა » სპორტის ხაზი

"სრული განადგურება" - ალ-ნასრიმ ინტერ მაიამი დიდი ანგარიშით დაამარცხა

"სრული განადგურება" - ალ-ნასრიმ ინტერ მაიამი დიდი ანგარიშით დაამარცხა
2-02-2024, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრიმ", ლეო მესის "ინტერ მაიამის" ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.

შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:0 ოტავიოს, ტალისკას და ლაპორტეს გოლებიბთ მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში ტალისკამ ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო და ერთი გოლიც საუდელმა მარანმა გაიტანა.

ცნობილი მოთამაშეებიდან მოედანზე იყვნენ ალბა, ბუსკეტსი, სუარესი, ოსპინა, ლაპორტე, ტელეში, ბროზოვიჩი, ტალისკა, ოტავიო.

ლეო მესი მოედანზე 83-ე წუთზე გამოვიდა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი