"კრაიოვა სწორედ ამიტომ ავირჩიე" - მექვაბიშვილის ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"კრაიოვა სწორედ ამიტომ ავირჩიე" - მექვაბიშვილის ინტერვიუ

"კრაიოვა სწორედ ამიტომ ავირჩიე" - მექვაბიშვილის ინტერვიუ
29-01-2024, 17:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა "უნივერსიტატეა კრაიოვაში" ტრანსფერის შემდეგ გუნდის პრეს-სამსახურთან ისაუბრა:

"კრაიოვადან" შემოთავაზების მიღებისას ვიცოდი, რომ ეს დიდი და ისტორიული გუნდია. შემდეგ, უფრო მეტად დავინტერესდი და მხურვალე გულშემატკივრების შესახებ გავიგე. ასევე, შევნიშნე, რომ ამ გუნდში ყველაფერი მოწესრიგებულია და ფეხბურთელს განვითარებისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. კარგმა ორგანიზებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

რაც შეეხება ჩემს სათამაშო ასპექტებს, ვფიქრობ არც ისე მაღალი ვარ, მაგრამ მოედნის ხედვა საკმაოდ კარგი მაქვს და ეს მომენტების წინასწარ გაანალიზებასა და წაკითხვაში მეხმარება. ბევრს ვმუშაობ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე. თუმცა, საკუთარ თავზე ბევრ საუბარს, მირჩევნია, რომ შესაძლებლობები მოედანზე დავამტკიცო.

გადმოსვლამდე ჩემს მეგობარს, გიორგი აბუაშვილს ვესაუბრე, ის "პეტროლულის" შემადგენლობაში თამაშობს. მითხრა, რომ ეს ძლიერი ჩემპიონატია, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ფეხბურთელები და მათი პროფესიონალიზმი შეაქო. ისინი საკუთარ თავზე ბევრს მუშაობენ, რადგან ჩემპიონატში თავის დამკვიდრება მარტივი არ არის.

ქომაგი ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარი გმირია. როცა 20 000 გულშემატკივარი ზურგს გიმაგრებს, ეს დამატებით უპირატესობას გაძლევს.

კვარაცხელია ჩემი მეგობარია, ერთად გავიზარდეთ და ყველა ასაკობრივ გუნდშიც ერთად ვითამაშეთ, რადგან თანატოლები ვართ. საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ და ერთმანეთთან ახლოს ვართ.

რაც შეეხება კრაიოვასა და ნაპოლის შორის მსგავსებას, არ ვიცოდი, მაგრამ ასეთი ნამდვილად არსებობს. შარშან, როცა ისინი ჩემპიონები გახდნენ და მათი მთავარი უპირატესობა გულშემატკივარი იყო. ჩემი აზრით, ქომაგების მხარდაჭერა ფეხბურთში წარმატების მთავარი გასაღებია"
- განაცხადა მექვაბიშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.