"ლოჩოშვილის გარჯა გამოსარჩევია" - კრემონეზეს თავკაცი » სპორტის ხაზი

"ლოჩოშვილის გარჯა გამოსარჩევია" - კრემონეზეს თავკაცი

"ლოჩოშვილის გარჯა გამოსარჩევია" - კრემონეზეს თავკაცი
28-01-2024, 09:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 16 დეკემბრის შემდეგ კრემონეზეს სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

იტალიის სერია B-ს 22-ე ტურში კრემონელებმა ბრეშას უმასპინძლეს და 1:0 იმარჯვეს, ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სმშვენივრად გამოიყურებოდა.

"პირველ ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, მეორეში კი მეტოქეს რამდენიმე შანსი მივეცით, თუმცა, 3 ქულის აღება მაინც მოვახერხეთ. მინდა, იმ ფეხბურთელების დამაჯერებელი გარჯა გამოვარჩიო, რომელთაც თამაში იშვიათად უწევთ. საუბარი მაქვს მაჯერზე, აბრეგოსა და ლოჩოშვილზე" - განაცხადა კრემონელთა თავკაცმა ჯოვანი სტროპამ.

კრემონეზე 22 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-2 ადგილს იკავებს .


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი